.

      

      2016 წლის 22 სექტემბერს, III სასწავლო კურსის (XII კლასი) I სასწავლო ჯგუფი  სადამრიგებლო ინტეგრირებული პროექტის (გეოგრაფია - ბესიკ მაჩიტაძე, ქიმია - ეკა მურუსიძე, ბიოლოგია - დარეჯან კიკვაძე, ფიზიკა - ნინო ახვლედიანი) ,,გურია - ჯანმრთელობა და ტურიზმი“ ფარგლებში განვახორციელეთ ექსკურსია გურიის რეგიოში: კურორტ ბახმაროში, გაეცვნენ მინერალური წყლის ნაბეღლავის მოპოვებისა და ჩამოსხმის ტექნოლოგიას, დაათვალიერეს დიდი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი, აგრეთვე შეკვეთილში მდებარე ,,საქართველო მინიატურებში“ გამოფენა და ,,Black Sea Arena”-ს მუსიკალური პარკი, დაბა ურეკში შეაგროვეს მაგნიტური ქვიშა. ადგილზე ჩაატარეს კვლევა კლიმატურ მახასიათებლებზე და ფლორის ცვლილებაზე ზღვის დონიდან - 2050 მეტრ სიმაღლემდე. პროექტის პრეზენტაცია და შთაბეჭდილებების გაზიარება სხვა კადეტებისათვის (მოსწავლეებისათვის) ჩაატარეს ლიცეუმის კადეტთა კლუბში.