მიზანი

მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა

განვახორციელეთ პროექტი: გურია - ჯანმრთელობა და ტურიზმი .
მიზანი:
1.      ქიმიის, გეოგრაფიის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და ისტ-ის ინტეგრირებით კადეტებში თეორიული ცოდნის გაღრმავება, გამტკიცება და მოტივაციის გაზრდა.
2.      კადეტებმა შეძლონ შეფასება გურიის მხარის მნიშვნელობა საქართველოს ტურიზმში და  ჯანდაცვაში.
მეთოდები:
1.      ჯგუფების შექმნა საგნობრივი ინტერესებიდან გამომდინარე _ _  ,,ქიმიკოსები’’, ,,გეოგრაფები’’, „ფიზიკოსები“ და ,,ბიოლოგები“;
  1. ჯგფური მუშაობა; 
3.      თანამშრომლობა (მოსწავლე-მოსწავლე; მოსწავლე-მასწავლებელი; მასწავლებელი-მასწავლებელი);
4.      კვლევისათვის გამოსაკითხი ანკეტის შედგენა;
  1. ვერბალური მეთოდი, ზეპირი გადაცემა და Power Point –ით პრეზენტაცია;
  2. ინტერნეტთან მუშაობის მეთოდი -  მიცემული მასალის დამოუკიდებლად გაცნობა, დამუშავება და ანალიზი;
  3. წერითი მუშაობის მეთოდი, კონსპექტების, ეზისების და რეფერატების მომზადება;
  4. ჯგუფში დისკუსია/დებატები, საკუთარი აზრის დაფიქსირება.
პროექტის აღწერა:
1.    ქიმიით, გეოგრაფიით, ფიზიკითა და ბიოლოგიით დაინტერესებული კადეტების შერჩევა და მათი შესაბამის ჯგუფებად დაყოფა _  ,,ქიმიკოსები’’, ,,გეოგრაფები’’, ,,ფიზიკოსები“ და ,,ბიოლოგები“;
2.    კვლევის ჩატარება გამოკითხვის სახით, გამოიკითხა კადეტები, სამხედროები და მასწავლებლები: „რომელ მინერალურ წყალს ანიჭებთ უპირატესობას?“
3.    გამოკითხვის შედეგების დამუშავება და ანალიზი;
4.    ჯგუფების მიერ ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება შესაბამისი თემების მიხედვით:
Ø  ბახმაროს ტყის ფლორისტიკული შემადგენლობა, მნიშვნელობა და როლი ადამიანის ჯანმრთელობისთვის;
5.      ექსკურსიის ორგანზება და ჩატარება მარშრუტით: ქუთაისი-ბახმარო-ნაბეღლავი-სოფ. ხიდისთავი (ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი)-დაბა შეკვეთილი (Black Sea Arena, ,,ატრაქციონების პარკი ციცინათელა“)-დაბა ურეკი-ქუთაისი;
6.      ისტ-ის გამოყენებით ჯგუფების მიერ პრეზენტაციების შექმნა;
7.      კონფერენციის დაგეგმვა, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
8.      კონფერენციის ჩატარება და შთაბეჭდილებების გაზიარება სხვა კადეტებისთვის;
9.      ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება;
10.  პროექტის ბლოგების შექმნა;
11.  კონფერენციის შეფასება მოსწავლეების მიერ ბლოგზე (padlet.com).


No comments:

Post a Comment