ბახმარო


მდებარეობამესხეთის (აჭარა-იმერეთის) ქედის ფერდობები, მდ. ბახვისწყლის ხეობა.
მანძილი: ჩოხატაურიდან 55 კმ, თბილისიდან 365 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 1926-2050 .
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: საშუალო მთისა (ზედა სარტყელი) და ზღვის ჰავა. ზამთარი ცივი. იანვრის საშუალო ტემპერატურა -5,50C. თოვლის საფარი რჩება 6 თვემდე. ზაფხული ზომიერად გრილი და ზომიერად მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა13,40C. 
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1500-1600 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 73%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2050-2200 სთ.
ბახმარო მეტად თავისებური, უნიკალური კურორტია. ის მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, აჭარა- გურიის მთაგრეხილზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე. ჩოხატაურის ცენტრიდან ბახმარო დაშორებულია 52 კილომეტრით. ბახმაროს ტერიტორია ერთგვარ ქვაბულს წარმოადგენს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის საუკუნოვანი მარადმწვანე მცენარეებით, შემდეგ კი ულამაზესი ალპური ზონა იწყება.
აღმოსავლეთიდან ბახმაროს დაჰყურებს ლენჭის სერი (2505 მეტრი), რომელსაც მოაგარაკენი ,,მზის ამოსვლის მთას ეზახიან და ხშირად ტკბებიან ამ თვალწარმტაცი სანახაობით.
სამხრეთით არმართულია საყორნიასა (2755) და ფაფარას (2656 )მწვერვალები.
სამხრეთ-დასავლეთით ბახმაროს დაჰყურებს საქასრიას ქედი, პატარა ბახმაროს მწვერვალით, რომელსაც ,,მზის ჩასვლის მთასაც უწოდებენ (2250 ). Aქედან, როცა ნათელი ხილვადობაა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი სანახავია ,,მზის ჩაძირვა შავ ზღვაში.
დასავლეთის მხრიდან კურორტის ტერიტორია გახსნილია, რაც ხელს უწყობს ხეობაში ზღვის ბრიზების შემოჭრას. ეს კი თავის მხვრივ ხელს უწყობს ზღვისა და მთის კლიმატის საუკეთესო შეხამებას. ზამთარში თოვლის საფარი ძალიან მაღალია (4-5 ) და რჩება 6 თვემდე. ბახმაროს კლიმატი ეფექტური სამკურნალო საშუალებაა სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ. 
თითქმის ყველა ისტორიული მასალით მტკიცდება, რომ ბახმაროს აღმომჩენი ხალხია და, კერძოდ, მწყემსები, რომლებმაც პირველებმა გაიკვლიეს გზა მარალმტიანი საზოვრებისაკენ და. მათ შორის, მიაგნეს ბახმაროს, იგი შემდგომში იქცა მუდმივ საძოვრად, ხოლო უფრო გვიან სააგარაკო ადგილად.
ბახმაროში ყოველ წელს, ფერიცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი ტარდება.
 ბახმაროში საკურორტო სეზონი დოღით სრულდება. ეს ულამაზესი სანახაობა ფერისცვალების დღესასწაულს
ემთხვევა. ტრადიციას საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა.
ბუნებრივი სამკურალო ფაქტორი: ზღვის ჰავასთან შეხამებული საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა.
მკურნალობის სახეობებიპასიური და აქტიური კლიმატოთერაპია.
სამკურნალო ჩვენებები: სუნთქვის ორგანოთა ქრონიკული დაავადებები, ტუბერკულოზის სხვადასხვა(ფილტვის, ძვალ-სახსართა, ჯირკვლოვანი, პლევრალური) ფორმა, მეორეული ანემია, ნევრასთენია.

No comments:

Post a Comment