ნაბეღლავი

ნაბეღლავი ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი ნატურალური მინერალური წყალი. საბადო მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის მიდამოებში, მდინარე გუბაზეულის ორივე ნაპირზე.
1905 წელს სოფელ ნაბეღლავში აღმოაჩინეს მინერალური წყლის საბადო, რომელსაც გააჩნდა უნიკალური სამკურნალო თვისებები და განსაკუთრებული გემო. 1958-90 წლებში ქარხანა შეზღუდულად აწარმოებდანაბეღლავს“, ძირითადად ყაზახეთის ბაზრისთვის. 1998 წელს შვეიცარელ ინვესტორებთან ერთად არსებული ქარხნის ბაზაზე დაარსდა სსწყალი მარგებელი“, რომელმაც განაახლა ნაბეღლავის ჩამოსხმა. მთლიანად მოხდა ქარხნის მოდერნიზება, კომპანია სწრაფად განვითარდა და გახდა ლიდერი ქართული მინერალური წყლების ბაზარზე.
   2007 წლისთვის სსწყალი მარგებელმაშეისყიდა 25-წლიანი ლიცენზია
ნაბეღლავისადა ბახმაროს წყლების მოპოვებაზე. ამ ეტაპზენაბეღლავიდაბახმარო“ 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი
   „ნაბეღლავიხასიათდება უნიკალური სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებებით; მისი მოხმარება შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობით, ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის. ნაბეღლავის სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას მავნე ნივთიერებებისაგან და მის გამდიდრებას აუცილებელი მინერალებით.

წყარო გამოდის შუაეოცენური ვულკანოგენური წყებიდან. ნაბეღლავს იყენებენ საჭმლის მომნელებელ ორგანოთა, ღვიძლის, ნაღვლისა და შარდის სადინარების დაავადებათა, აგრეთვე ნივთიერებათა ცვლის მოშლის დროს.





No comments:

Post a Comment