ურეკი

ურეკი  დაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 4 ., ოზურგეთიდან 24 კმ. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შემოსაზღვრულია მდინარეების სეფასა სუფსის შესართავებით, ხოლო აღმოსავლეთიდან აკრავს წვერმაღალას მთა. დაბის სტატუსი მიენიჭა 1953 წელს. 
არსებობს თქმულება, რასაც მეცნიერთა ნაწილი ეთანხმება, რომ ურეკი ნიშნავს, ტყიან გაუვალ ადგილს, სადაც მონადირეებს უჭირდათ ნადირობა. მთიან სამეგრელოში არსებული მიკროტოპონიმინა-ეკ-ურ-ამტკიცებს ურეკის განმარტებას, როგორც ღრმა, გაუვალი ადგილისა.
2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობდა 1422 ადამიანი. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა არის 970 კაცი. მათი 73% ქართველია, 21% — რუსი, 2% — სომეხი. მოსახლეობის 5% ღარიბია. დასაქმებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 8%.დაბა ურეკის შემადგენლობაში სედის წვერმაღალას დასახლება, რომლის მოსახლეობაც 378 ადამიანს შეადგენს.
ურეკი ზღვისპირა კლიმატური კურორტია. ჰავა ზღვის სუბტროპიკულია, იცის თბილი უთოვლო ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა 5,8°C) და ცხელი ზაფხული (ივლისის საშუალო ტემპერატურაა 22,6°C). ნალექები 2080 მმ წელიწადში.
გამორჩეულია მაგნიტური თვისებების მქონე ქვიშით. სასარგებლოა გულ-სისლძარღვთა სისტემის, სუნთქვის ორგანოების და საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების, ნევროზის სამკურნალოდ. ძირითადი სამკურნალო ფაქტორებია ზღვის ჰავა და სილიანი პლაჟი. ზღვის სიღრმე დიდ მანძილზე მცირეა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია ბავშვების ბანაობისთვის. პლაჟის სილა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნეტიტის ნაწილაკებს. ურეკის მიდამოებში აღინიშნება მომატებული მაგნიტური ველი, რაც ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორად არის აღიარებული.

ურეკის ერთ-ერთი უბანია მაგნეტიტი, რომელსაც ეს სახელი ეწოდა მაგნეტიტი რკინის შემცველი სილების გამო. მაგნეტიტი მდებარეობს მდინარეების, კუჩხასა და სეფას შორის და გაშლილია 2-2,5 კმ. სიგრძისა და 500-600 . სიგანის ტერიტორიაზე. მაგნეტიტის პლაჟი სიგრძის 1-1,5 კილომეტრია, სიგანით კი 60-80 მეტრი. ზღვის დონე ნაპირთან დაბალია და 20-40 მეტრის მანძილზე ადამიანს ყელამდე არ სწვდება. სანაპირო შედგება წვრილმარცვლოვანი სილისაგან, რომელშიც არის 2-7%-მდე რკინის მაგნეტიტრური მადანი.

No comments:

Post a Comment