შეკვეთილი მდებარეობს შავი ზღვის ნაპირას, მდინარე ნატანების შესართავთან, ცნობილ კურორტებს ურეკსა და ქობულეთს შორის.ზღვის დონიდან 2 მ.-ზე. ოზურგეთიდან 21 კმ. დაბა შეკვეთილი არის ხუთკილომეტრიანი ფიჭვნარის ზოლი შავი ზღვის სანაპიროზე; სანაპიროზე სამკურნალო, მაგნიტური ქვიშით.
ბახმაროს მთიდან მონაბერი ჰაერი, უერთდება ზღვის ჰაერს, ხდება გარდატეხა და იქმნება ოზონი; სუფთა, კამკამა ზღვა, ფიჭვნარი, მაგნიტური ქვიშა აი, ყოველივე ის რაც ”შეკვეთილს” უნიკალურობას ანიჭებს, როგორც საკურორტო, ისე სამკურნალო თვალსაზრისით.
დაბა შეკვეთილში მდებარეობს გრანდიოზული საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena, რომელიც უნიკალურია მთელს შავი ზღვის პირეთში. საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე არის მუსიკალური პარკი, სადაც წარმოდგენილია თითქმის ყველა დიდი ქართველი და უცხოელი
კომპოზიტორისა თუ მომღერლის ქანდაკებები, ქანდაკებებთან მიახლოებისას ავტომატურად
ირთვება მათ მიერ შექმნილი - შესრულებული სიმღერები თუ მელოდიები, ყოველივე ეს და
არაჩვეულებრივი ბუნება საშუალებას აძლევს მნხველს განიცადოს სრული რელაქსაცია.
შეკვეთილთან ახლოს მდებარეობს აგრეთვე ატრაქციონების პარკი "ციცინათელა". ატრაქციონების პარკი მნახველს თავისი სილამაზითა და ატრაქციონების სიმრავლით აოცებს.
ატრაქციონების პარკი "ციცინათელა" 2006 წელს გაიხსნა. პარკში არსებული ატრაქციონები ყველა ასაკის ბავშვს ართობს და ახალისებს.
სეზონზე "ციცინათელა"- ს დაახლოებით 300 ათასი ადამიანი სტუმრობს, რომელთა უმრავლესობა ბავშვებია.
ბავშვებისთვის უთანამედროვესი ევროპული ატრაქციონები სრულ მზად ყოფნაშია.
– ში ფუნქციონირებს 36 გასართობი ატრაქციონი მ.შ: 8 საბავშო, 17 საოჯახო და 11 ექსტრემალური. აქვე მდებარეობს სათამაშო ავტომატების ერთი დარბაზი და საბავშვო ლაბირინთი " ბედნიერი ქალაქი ".
"ციცინათელა"-ს ტერიტორიაზე აგრეთვე არის მინიატურების ქალაქი, სადაც საქართველოს ყველა მხარეში არსებული კულტურულ-არქიტექტურული ძეგლების მინიატურებია წარმოდგენილი. პარკში წარმოდგენილია 44 არქიტექტურული
ძეგლის მინიატურა, წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 5 ძეგლის მონტაჟი. 2017 წელს პარკს კიდევ რამდენიმე მინიატურა დაემატება. კომპლექსი მოიცავს: პარკს, თავად მინიატურებს, ინფრასტრუქტურას და ვიზიტორთა ცენტრს. აღნიშნული პარკი დიდ შთაბეჭდილებას და აღფრთოვანებას ტოვებს მნახველში.
No comments:
Post a Comment